03:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-07 11:11:29, 42937 ნახვა

სპორტი
მერაბ დვალიშვილი - მე რემატჩი მინდა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მსუბუქი წონის ტიტული რუს პეტრ იანთან წააგო.  მერაბ დვალიშვილმა UFC 323-ის შემდეგ, პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მე ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა. ვეცადე შოუ შემექმნა, თუმცა ბრძოლა წავაგე. ის დღეს უკეთესი იყო. ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ მე რემატჩი მინდა. მე ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და ბევრ რამეს ვსწავლობ... მე თავის გამართლებას არ ვაპირებ - ვეცადე მასთან მეჩხუბა ისე, რომ ყველას მოსწონებოდა - ყველა ბედნიერია და ეს არის მნიშვნელოვანი. მე არ მინდოდა ჭიდაობა და მოსაწყენი ბრძოლა. მე ფეხზე დგომა და მასთან დარტყმების გაცვლა ვამჯობინე - დღეს ის უკეთეს იყო" - თქვა დვალიშვილმა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მსუბუქ წონაში ტიტული რუს პეტრ იანთან დაკარგა.

ლას-ვეგასში, აშშ-ში გამართული ბრძოლა ხუთივე რაუნდს გაგრძელდა და იანის გამარჯვებით დასრულდა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (49-46, 49-46, 48-47). რუსმა მებრძოლმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.

ორი მეტოქე ადრე 2023 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ქართველი მებრძოლი გამარჯვებული გახდა.

„მინდა მივესალმო ჩემს ქვეყანას, რუსეთს, მსოფლიოს ყველა გულშემატკივარს და ჩემს ოჯახს. მადლობა ყველა იმ ბიჭს, ვინც დამეხმარა; ისინი ჩემს გვერდით იყვნენ ყველა სირთულეში. UFC-მ შეცვალა ჩემი ცხოვრება, მადლობა!“ - თქვა იანმა ბრძოლის შემდეგ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics