|
2025-12-01 01:53:00, 3754 ნახვა
მსოფლიო
რუბიომ და უმეროვმა ფლორიდაში შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს
ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს ომის დასრულების გეგმის განხილვის შემდეგ, რომელიც შეერთებული შტატების მიერ იყო წარმოდგენილი და ჟენევის შეხვედრების შემდეგ შესწორებული. მათ არცერთ კითხვას არ უპასუხეს. „ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი ძალიან პროდუქტიული სესია, რომელიც ჟენევაში მიღწეულ შედეგებსა და ამ კვირის მოვლენებზე დაყრდნობით განვაგრძეთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. „მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ არის“. „არსებობს მრავალი კომპონენტი და, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი მხარე, რომელიც განტოლების ნაწილი უნდა იყოს. ყველაფერი გაგრძელდება ამ კვირის ბოლოს, როდესაც ბატონი ვიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება, თუმცა ჩვენ ასევე გვქონდა კონტაქტი რუსულ მხარესთან და საკმაოდ კარგად გვესმის მათი შეხედულებები“, - თქვა რუბიომ. მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში გამგზავრებას გეგმავენ სამშვიდობო გეგმის განსახილველად. თავის მხრივ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, რომელიც უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს, ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებს „პროდუქტიული და წარმატებული“ უწოდა. „ჩვენი მიზანია აყვავებული, ძლიერი უკრაინა. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. აშშ-მ დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა“, - თქვა მან. AFP-ის ცნობით, ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებები „რთული“ იყო, ხოლო CNN-ის წყარომ ისინი „რთულ, მაგრამ ძალიან კონსტრუქციულ“ უწოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)