16:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-29 13:47:39, 3733 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უწყვეტი პროტესტის წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართველი ხალხი დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად" თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას აგრძელებს. 

ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს

"უკვე ერთი წელია, რაც ქართველი ხალხი დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერით საკუთარ უფლებებს იყენებს. არც ერთ მთავრობას არ შეუძლია მათი თხოვნის უგულებელყოფა. როგორც ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრები, ნიდერლანდები აღიარებს მათ სიმტკიცესა და თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი ერთგულებას". - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გასული წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, რასაც ერთწლიანი უწყვეტი სახალხო პროტესტი მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics