|
2016-03-25 17:57:27, 495 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სერჟ სარქისიანთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. აღინიშნა ბოლო პერიოდში მხარეებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, რაც პრეზიდენტისა და მინისტრის შეფასებით, ახალ იმპულსს აძლევს ორმხრივ ურთიერთობას. ამასთან, ხაზი გაესვა სექტორული მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა სატრანსპორტო, ენერგეტიკის და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ რეფორმების პროექტზე, რაც, ასევე ითვალისწინებს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. გარდა ამისა, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთოხების გარემო და ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა მრავალი მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. მიხეილ ჯანელიძე მიესალმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას და ახალ დინამიკას ამ ურთიერობაში. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ორმხრივი ვიზიტების მაღალ დინამიკას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის მაღალი რანგის დელეგაცია მოიწვია თბილისში დამოუკიდებლობის აღნიშვნის 25 წლისთავთან დაკავშირებით. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ პოლიტიკური კონსულტაციების არსებული პრაქტიკა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)