02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 15:27:02, 36157 ნახვა

High - Tech
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და ...“ იწყება

თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ასეთი პროექტებით თიბისი აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს პროგრესზე ორიენტირებული ცოდნის გავრცელებას.

თიბისი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ახალ პროექტს „AI და …იწყებენ.

„AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის მიზანი აკადემიურ სივრცეში, სხვადასხვა სფეროებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები, რომლებიც „სამ წერტილს“ იმ მიმართულებებზე საუბრით შეავსებენ, სადაც გამორჩეულად ძლიერი ფაკულტეტები  და აკადემიური პერსონალი ჰყავთ.

პირველი შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, თემაზე „AI და მედიცინა: ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში გაიმართება.

შეხვედრის სპიკერი ექიმი-რადიოლოგი, პროფესორი მიხეილ ოკუჯავა და AI სტარტაპის „ბიტერიუმის“ თანადამფუძნებელი ქეთევან ბოსიკაშვილი იქნებიან. შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ ცვლის და აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, რა გამოწვევებია და სირთულეებია ტექნოლოგიის განვითარებაში და რამდენად მზად არიან ექიმები და პაციენტები სიახლეების მისაღებად.

ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის, ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებისთვის და ამ თემით დაინტერესებული სხვა ენთუზიასტებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://www.aiassociation.ge/event-details/ai-da-meditsina-ai-diagnostikashi

პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. თიბისის და GAIA-ს მიზანია ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებენ.

მთავარია გჯეროდეს, რომ განათლება და ტექნოლოგიები ქმნის მომავალს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics