|
2025-11-02 11:30:32, 914 ნახვა
მსოფლიო
ტუაფსე, ვოლგოგრადი, ორენბურგი, ყაზანი და რუსეთის სხვა რეგიონები უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებდნენ
ტუაფსეში დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. დაზიანებულია ტანკერი და ტერმინალი. კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ ობიექტს დრონის ფრაგმენტები დაეცა და ცეცხლი გაჩნდა. ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა განაცხადა, რომ კვირას ღამით რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შვიდი დრონი ჩამოაგდეს. „ნანგრევების ცვენის შედეგად, ქალაქ ორეოლში რამდენიმე შენობის ფანჯრები, კერძო მანქანები და დამხმარე შენობები დაზიანდა. მსხვერპლი არ ყოფილა“, - დაწერა კლიჩკოვმა Telegram-ზე. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები შეიჭრნენ. მან დასძინა, რომ თავდასხმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს და არავინ დაშავებულა ან ზიანს არ მიუღია. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა დრონით თავდასხმის შედეგად ორი დაშავებულის შესახებ განაცხადა. „მიასნიკოვსკის რაიონის სოფელ ლენინავანში დრონით თავდასხმის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ორი კერძო სახლი დაზიანდა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. რამდენიმე მეზობელ სახლში ფანჯრები ჩაიმსხვრა. „სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაშავდა“, - დაწერა სლიუსარმა თავის Telegram არხზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)