04:41 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 21:08:24, 1052 ნახვა

სამართალი
N15 დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის შემთხვევა არ ფიქსირდება - პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას იწვევს." - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

"მთავარს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი აწვდის ინფორმაციას, რომ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი პატიმრის დედა გვიყვება, რომ აღნიშნული მიზეზით, 24-საათიანი პაემნის დროს მისმა შვილმა უარი განაცხადა ოჯახის ერთ-ერთი წევრის დარჩენაზე." - წერია მედიის გავრცელებულ პოსტში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics