|
2025-10-30 10:15:13, 799 ნახვა
პოლიტიკა
Bloomberg: დონალდ ტრამპი 8 ნოემბერს ვიქტორ ორბანს შეხვდება
Bloomberg თეთრი სახლიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამართავს. წყარომ, ანონიმურობის პირობით, გამოცემას განუმარტა, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ადგილი. Bloomberg წერს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა, სავარაუდოდ, უნგრეთის ეკონომიკაზე აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გავლენა იქნება. მანამდე, უნგრეთის პრემიერმა თქვა, რომ მუშაობს გზებზე, როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს. აშშ-მა 23 ოქტომბერს ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია - როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცირა. გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა როსნეფტისა და ლუკოილის 34 შვილობილ კომპანიას. მანამდე, როსნეფტსა და ლუკოილს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც დაუწესა სანქციები. დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ "ორივე კომპანია მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას, რადგან საქმიანობენ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორში". რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, როსნეფტი და ლუკოილი ევროკავშირის შავ სიაშიც მოხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)