05:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-22 17:55:43, 1126 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში - Fruit Attraction 2025 - მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. გამოფენაში ქართველ მწარმოებლებთან ერთად ჩართული იყო 2 200-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყნიდან.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები და მწარმოებლები მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მარიო სტეტას შეხვდნენ და  სექტორის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს.  შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება,  საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გახდეს  მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპასა და აზიას შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში.

საქართველოდან მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია. მიმდინარე წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 6,900 ტონა კენკროვანი გაიყიდა საზღვარგარეთ, რაც წლიურად 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება შემოსავლებშიც: საქართველომ მოცვის ექსპორტიდან 46 მილიონი აშშ. დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით მეტია.

თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მოცვის კულტურის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. მხოლოდ კორპორატიულ სექტორში ბანკის მიერ 300 ჰექტარზე მეტი მოცვის პლანტაციებია დაფინანსებული. საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობით კი თიბისი ხელს უწყობს, ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას, ბაზრების გაფართოებასა და საქართველოს აგრარული პროდუქციის აღიარებას გლობალურ დონეზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics