|
2025-10-18 00:29:57, 1145 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის დეტალები ცნობილი გახდა
„უკრაინულმა დელეგაციამ ტრამპისთვის მოამზადა პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებდა უკრაინა ‘ტომაჰავკებს’, მათი მიღების შემთხვევაში, და რა გავლენას მოახდენდა ეს ომის მიმდინარეობაზე,“ — იუწყება Reuters-ის რეპორტიორი გრემ სლეთერი წყაროებზე დაყრდნობით. ამასთან ერთად, გარდა იმ რუკისა, სადაც უკრაინა „ტომაჰავკებით“ შესაძლო სამიზნეებს დაარტყამს, ზელენსკიმ ტრამპს კიდევ რამდენიმე რუკა წარუდგინა, რომლებზეც რუსეთის თავდაცვის სისტემისა და სამხედრო ეკონომიკის „მტკივნეული წერტილებია“ მოცემული, — იუწყებიან მედია-საშუალებები. მათი ინფორმაციით, აღნიშნული რუკები ასახავს რუსეთის იმ კრიტიკულ სუსტ ადგილებს, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება პუტინზე ზეწოლა გაიზარდოს და ის აიძულონ, შეწყვიტოს ომი. თეთრ სახლში უკრაინულ დელეგაციას ოფიციალური სადილით გაუმასპინძლდნენ. მთავარი კერძი იყო შემწვარი ქათამი, ხოლო დესერტი — ვაშლისა და კარამელის ნამცხვარი კლემენტინის ნაყინთან ერთად. ეს ატმოსფერო რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ხმაურიანი დაპირისპირებისგან, რომელის მოწმე მსოფლიო თებერვალში გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)