11:15 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 10:17:31, 1334 ნახვა

პოლიტიკა
ძლიერი საქართველო: ვნახეთ სისტემური გაყალბების ფაქტები - „კარუსელი", მოსყიდვა და მუქარა

„ლელო – ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნების დღეს აჯამებს.

კოალიცია მადლობას უხდის მოქალაქეებს და აცხადებს, რომ კვლავ სწორად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობას.

„საარჩევნო პროცესი დღეს ურთულესი იყო – უთანასწორო ბრძოლის ველი, რუსული რეჟიმის პირობებში. დღეს ჩვენ ვნახეთ სისტემური გაყალბების ფაქტები – „კარუსელი”, მოსყიდვა და მუქარით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა.

ჩვენი ამოცანა იყო, არ მიგვეცა „ქართული ოცნებისთვის” საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ძალაუფლების მიტაცებისა და გამყარების საშუალება. რუსული რეჟიმის მიზანი იყო დემოკრატიული პროევროპული პარტიების პროცესიდან გათიშვა და ამით თბილისისა და საქართველოს რეგიონების სრულად მიტაცება.

განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა ოპოზიციის იმ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესის სათავეებთან იდგნენ. ამ განაცხადმა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებაზე და შესაბამისად, მთელ პოლიტიკურ პროცესზე, რომელმაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა „ქართულ ოცნებას” მიეტაცებინა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ხმა, ვინც არ შემოვიდა ამ ბრძოლაში.

ჩვენს მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც კონსტიტუციური გზით და უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევთ”. – აცხადებს „ლელო-ძლიერი საქართველო”.

ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია საარჩევნო უბნების 99.48% – პირველადი მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 71.58% მიიღო (214 575 ხმა).

ცესკოს პირველადი მონაცემებით, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ 12.43% აიღო (37 257 ხმა), „გირჩის“ მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ კი – 7.51% (22 535 ხმა).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics