|
2016-03-23 16:44:42, 463 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: არაა საჭირო მუქარა, მითითებები, როდესაც შენი ქვეყნის ტანკები მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დგანან
"არ არის საჭირო სიტყვები, მუქარის მოსმენა, მითითებები, როდესაც შენი ქვეყნის ტანკები დგანან მეზობელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადაწყვეტილებების მიხედვით, ყოველდღიურ მოქმედებაში არიან მოყვანილი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ბოლო პერიოდში მუქარის შემცველი განცხადებების თაობაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. "ამ კთხვაზე ყველაზე სწორი პასუხი ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა გასცეს და ამ კითხვაზე ყველაზე სწორი პასუხი გაცემულია საქართველოს საოკუპაციო ხაზიდან. სამწუხაროდ, აგრესია არა რიტორიკული, არამედ ქმედითი ყოველდღიურად გამოხატული ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ტერიტორიების და საზღვრების გადაწევ-გადმოწევის მუდმივი მცდელობა არის ყველა ზე უფრო ნათელი დასტური იმ რეალობისა, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხობრობთ და ამასობაში ასევე არის ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენთვის - რისთვის, ან რის წინააღმდეგ უნდა ვცხოვრობდეთ და ვიბრძოდეთ ყოველდღიურად. არ არის საჭირო სიტყვები, მუქარის მოსმენა, მითითებები, როდესაც შენი ქვეყნის ტანკები დგანან მეზობელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ყოველდღიურ მოქმედებაში არიან მოყვანილი იმის მიხედვით, როგორი იქნება გადაწყვეტილებები მიღებული შენი ხელმძღვანელობის მიერ. ამიტომ, ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია, მარტივია საქართველოს პოზიციაც. ის, რომ მე დღეს აქ ვდგავარ, ამ ტრიბუნასთან, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)