|
2025-09-30 15:37:02, 941 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე - უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიები იმართებიან გარედან და რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ამის შესახებ მან კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც, მათივე ინფორმაციით, კოალიციის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატზე ზეწოლის მცდელობა ფიქსირდება. „ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი - პოლიტიკურ პარტიებსაც ვერ დავარქმევთ, უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს. რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ყველაფერზე წამსვლელები არიან, არც საკუთარ ოჯახს ეკუთვნიან, არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას. როგორ უნდა გქონდეს ადამიანს სურვილი, იყო ასეთ დაჯგუფებასთან? ვინც ნორმალურად მოაზროვნეა, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, უხარია მისი განვითარება, წინსვლა, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, როგორ შეიძლება იყოს აგენტების გვერდით? წარმოუდგენელია უბრალოდ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)