|
2025-09-29 17:26:19, 1237 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - რუსეთის მარცხი მოლდოვაში! - ინგრევა რუსეთის და „რუსული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი,
„რუსეთის მარცხი მოლდოვაში! - ინგრევა რუსეთის და „რუსული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს - მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა, - ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილში. ხოშტარიას თქმით, რეგიონში რუსეთის დასუსტება და ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნების გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ჩვენს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსებს აძლიერებს. „რუსეთის მარცხი მოლდოვაში! პროდასავლური ძალები რეგიონში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. პირველ რიგში, ვულოცავ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს! ეს გამარჯვება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის დასუსტება რეგიონში, ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნების გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ევროპულ გზაზე დაბრუნების ჩვენს შანსებს აძლიერებს. საქართველოს რუსეთისგან გამოგლეჯა და უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება, პრაქტიკულად დაასრულებს რეგიონში მშვიდობის, ნამდვილი მშვიდობის, დამყარებას. ინგრევა რუსეთის და რუსული ოცნების კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს. მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა. საქართველო ისტორიულ და რეგიონალურ ანომალიად არ უნდა დარჩეს. ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)