|
2025-09-15 17:28:23, 2657 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ელენე ხოშტარიას დაკავებაზე შსს-თვის არ მიგვიმართავს
თბილისის მერი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. „რა მიმართვა, რის მიმართვაზე მელაპარაკებით“, - მიმართა მან „პირველების“ ჟურნალისტს. მისი თქმით, არსებობს კონკრეტული კადრები, სადაც კანონდარღვევა ჩანს და რეაგირება სწორედ ამას მოჰყვა. „ჩვენ არავისთვის მიგვიმართავს. არის კონკრეტული კადრები, არის კანონდარღვევა და ამას რეაგირება მოჰყვება ყველას შემთხვევაში. როცა კანონს არღვევ, თან მიზანმიმართულად, იცი, რომ საერთოდ არავის ახსოვხარ, არავის აინტერესებ, როგორც პოლიტიკოსი. შესაბამისად, ცდილობენ ასეთი სისულელეებით, პერფორმანსებით შეახსენონ თავი საზოგადოებას. კანონი განსჯის ყველაფერს და კანონის მიხედვით ხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად მიმართა; მთავარია, რომ არსებობს კანონდარღვევის ფაქტი, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)