|
2025-09-13 10:22:59, 6773 ნახვა
სხვადასხვა
თაობა Z რევოლუცია ნეპალში - დემონსტრანტებმა ახალი პრემიერი ChatGPT-ის დახმარებით შეარჩიეს
ნეპალის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სუშილა კარკი. ის პირველი ქალია, ვინც ნეპალის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. კარკი დაინიშნა კონსულტაციების შედეგად, რომლებშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, სამხედროები და საპროტესტო მოძრაობა „თაობა Z“. ამასთან ნეპალში დემონსტრანტები ახალ ლიდერებს ChatGPT-ის დახმარებით ირჩევენ. ერთ-ერთ ყველაზე დიდ სერვერზე 100,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. იქ მათ ChatGPT-ს სთხოვეს შეედგინა კანდიდატების სია და გაეანალიზებინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ხელოვნურმა ინტელექტმა გამოარჩია ოთხი კანდიდატი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სუშილა კარკის, უზენაესი სასამართლოს ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლითაა ცნობილი. შედეგად, სწორედ ის გახდა დროებითი პრემიერ-მინისტრი და ქვეყანას 2026 წლის 5 მარტამდე, არჩევნების ჩათვლით, უხელმძღვანელებს. საპროტესტო გამოსვლების უშუალო მიზეზი იყო მთავრობის მიერ ქვეყანაში სოციალური ქსელებისა და მესენჯერების უმეტესობის აკრძალვა. სისხლიანი შეტაკებების შემდეგ აკრძალვა მოიხსნა, თუმცა პროტესტი გაგრძელდა - უკვე კორუფციის საწინააღმდეგო ლოზუნგებით. მომიტინგეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს მათ, რამდენიმე მინისტრს სცემეს, ზოგი ქვეყნიდან გაიქცა. პრემიერ-მინისტრმა შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა. არმიამ წესრიგი აღადგინა, რითაც უზრუნველყო პრეზიდენტსა და მომიტინგეებს შორის დიალოგი. სააგენტოების ცნობით, ნეპალი თანდათან უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, კატმანდუში მაღაზიები გაიხსნა, ქუჩებში მიმდინარეობს ბარიკადების დემონტაჟი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)