18:06 - 07 Jul, 2026
|
2025-09-11 20:23:36, 1302 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი მოუწოდებს სუს-ს უზრუნველყოს ხაბეიშვილის უფლებების სათანადო დაცვა
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაკავებულ პოლიტიკოსებთან - ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან უფლებადამცველების შეშვება. საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა. დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებულნი არიან არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება.- წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)