|
2025-09-11 19:03:53, 1118 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს
სუს-ის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა დააკავეს. "ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში მოწოდებებს ავრცელებდა და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ქრთამის მიცემას ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გდდ-ს თანამშრომლები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყოდნენ - ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000$-ის გადახდას. გარდა ამისა, ხაბეიშვილი 200 000$-ის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს მიაწვდიდნენ. ის ამ თანხას ქრთამის სახით გდდ-ს თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც დაჰპირდა". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ფულის შეთავაზებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)