|
2025-09-10 19:22:25, 1283 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილის განცხადებები დიდ ზიანს აყენებს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს - გერმანიის საგარეო უწყება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს შალვა პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. „ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე მუდმივად ადანაშაულებს გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს ვენის კონვენციის დარღვევასა და „ექსტრემისტების“ მხარდაჭერაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)