|
2025-09-06 11:35:15, 950 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს
რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახა კალაძის შტაბთან განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მოუწოდა, სიძულვილის გამოვლინებებს საპირისპირო დამოკიდებულებით შეხვდნენ და მსგავსი შეურაცხყოფის აქტები უპასუხოდ დატოვონ. „ეს არის გარედან დაფინანსებული პროვოკაციები, რასაც აქვს მხარდაჭერა გარედან, მათ შორის დაფინანსების სახით და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატებიც ღიად უჭერენ მხარს რადიკალიზმის ასეთ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, არ უპასუხონ ასეთ პროვოკაციებს. თუ რაიმე სურვილი აქვთ ასეთ სახედაკარგულ ადამიანებს, ეს არის პასუხის გაცემა. მე მგონია, რომ უმჯობესია, მშვიდად შევხვდეთ ნებისმიერ ასეთ აქტს, როგორი რთული მოსათმენიც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა მერწმუნეთ, ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს. ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ესენი არიან აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთადერთი დავალება, ამოცანა - ეს არის სიძულვილის გაღვივება ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილის გაღვივების ამოცანას ყველაზე ეფექტურად შეიძლება დაუპირისპირდე საპირისპირო დამოკიდებულებით და არა სიძულვილით. ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. არ გავცეთ არავითარი პასუხი ასეთ ადამიანებს, მათ წისქვილზე დავასხამთ წყალს, ჩვენ თუ სიძულვილს ვუპასუხებთ სიძულვილით. პირიქით, ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულებით უნდა დავამარცხოთ სიძულვილი, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის გარე ძალები, მათ შორის კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)