04:41 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 23:56:07, 682 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: სამხედრო წარმოების გაჩერებაში ალასანიას ვადანაშაულებ და არა ბებიაჩემ მზიას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამხედრო წარმოება გაჩერებულია და ამაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას ადანაშუალებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილმა ირაკლი ალასანიას გაერო-ში ელჩად ყოფნის  პერიოდიც გაიხსენა.
 „ალასანია იყო ჩვენი ელჩი. იქ ერთი ორჯერ განსაკუთრებით ომის ბოლოს  მთლად ისე კარგად არ მოიქცა.  დაახლოებით, იგივე ინფორმაციები იყო,  იგივე რაღაცას ამბობდა, რასაც შემდეგ „ქართული ოცნება“ ომის დაწყებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხალხთან.ნუ რაც იყო იყო. მერე მოხვდა ამათთან და ადამიანი, ვისაც უნდა ჰქონოდა მართლა დასავლური ფასეულობები და ვითომ ჩვენთან ერთად იყო, აღმოჩნდა სრულიად საწინააღდმეგო ბანაკში და ბოლომდე მთელი მგზნებარებით აკეთა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ.
მართალი გითხრათ, მისი შეხედულებები ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ მწყინს სამხედრო წარმოება, რომელიც ჩემს შვილობილად მიმაჩნდა, ყოველ თვეს უშვებდნენ ლაზიკს, დიდგორს, სარაკეტო ტექნოლოგიებს, ყველაფერი ერთდროულად გაჩერდა, ირაკლი ალასანიას ვადანაშაულებ აბა ბებიაჩემი მზია   სამხედრო წარმოებას არც იმ დროს და არც მანამდე არ ხელმძღვანელობდა. ასე რომ, ყველამ რაღაცაზე უნდა აგოს პასუხი“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics