23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-05 10:41:22, 1063 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბათუმში სანქცირებული რუსული საწვავით გემი იმყოფება

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმის პორტში გემია, რომელიც სანქცირებული რუსული დიზელის საწვავს „გაზპრომ ნეფტს“ გადააქვს.

ხაბეიშვილის ცნობით, ნავთობტანკერი „კაპიბარა“ 15 000 ტონა დიზელის საწვავს გადააქვს და აღნიშნული ტვირთის მიღებასა და ანგარიშსწორებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი აკონტროლებს.

მისი თქმით, მომწოდებელი ოფშორული შუამავალი კომპანია BONEX-ია.

„ამ სქემისა და ერთი გემის დახმარებით ივანიშვილი მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს... ტვირთის პირდაპირი მიმღები ანრი ოხანაშვილია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაქტობრივი ხელმძღვანელი, რომელმაც წინა „მმართველის“ მიერ შექმნილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა მიიღო. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სქემაში მთავარი ფიგურა, გივი ქუთათელაძე, ბაღვაშის ნავთობტერმინალის არაოფიციალურ „დამკვირვებლად“ დარჩა (ის რაღაც დეპარტამენტის უფროსად არის რეგისტრირებული).

P.S. გავიხსენოთ, რომ 2022 წლის ივნისში მსგავსი ფაქტი გახდა ცნობილი და მისი გამოქვეყნების შემდეგ, გემი, რომელიც სანქცირებული საწვავით იყო დატვირთული, ნაჩქარევად დატოვა ბაღვაშის პორტი!!!“, - წერს ოპოზიციონერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics