|
2025-08-02 16:52:41, 2961 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს
ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდოეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეს გრძელვადიანი ნავთობის კონტრაქტებია. შესყიდვის შეწყვეტა ერთ ღამეში ასე მარტივად არ ხდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. ცნობისთვის, გასულ ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინდოეთს რუსული იარაღისა და ნავთობის შეძენის გამო 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. „მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისგან შეისყიდეს და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობები შეწყვიტოს - ეს ყველაფერი ცუდია! შესაბამისად, ინდოეთი 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, ამასთან ერთად ჯარიმას ზემოთ ხსენებულისთვის, დაწყებული პირველი აგვისტოდან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე. მოგვიანებით, სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, აცნობეს, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)