02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 23:26:57, 47914 ნახვა

High - Tech
Google-მა 2000-ზე მეტი რუსული YouTube ანგარიში წაშალა

ინტერნეტ გიგანტმა Google-მა განაცხადა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მან რუსეთთან დაკავშირებული 2000-ზე მეტი YouTube არხი წაშალა. კომპანიის ცნობით, წაშლილი ანგარიშები სხვადასხვა ენაზე აქვეყნებდა კონტენტს, რომელიც პრორუსულ დღის წესრიგს უჭერდა მხარს და აკრიტიკებდა უკრაინას, ნატოს და დასავლეთის ქვეყნებს, წერს CNN.

ანგარიშების წაშლა Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფის მუშაობის ნაწილი იყო, რომელიც პასუხისმგებელია გლობალური საინფორმაციო კამპანიებისა და „კოორდინირებული გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. გარდა ამისა, Google-მა მეორე კვარტალში ჩინეთთან დაკავშირებული 7,700-ზე მეტი არხი დაბლოკა. ეს არხები ჩინურ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც ჩინეთის დადებით იმიჯს უწევდა ხელს, მხარს უჭერდა პრეზიდენტ სი ძინპინს და კომენტარს აკეთებდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე.

YouTube-ის პრორუსული კონტენტის დაბლოკვის პოლიტიკა გაძლიერდა რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ. პირველებს შორის დაიხურა RT და GTRK Grozny არხები. ასევე წაიშალა ფედერალური არხები, „დუმა ტელევიზია“ (სახელმწიფო დუმის ოფიციალური არხი), ტელეწამყვან ვლადიმერ სოლოვიოვის არხები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას ბრიფინგები, ვიდეოები „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის, დიზაინერ არტემი ლებედევის, ბლოგერ დიმიტრი პუჩკოვის (გობლინი) და სხვების მონაწილეობით. 2024 წელს YouTube-მა რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის BesogonTV არხი წაშალა, დაბლოკა 40-ზე მეტი რეგიონალური VGTRK არხი, მომღერალ შამანის, პოლინა გაგარინას, გრიგორი ლეპსის და ოლეგ გაზმანოვის არხები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics