05:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 19:04:39, 1574 ნახვა

პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ოცნებას ოპონენტებთან დიალოგისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვაო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუტიმ, განაცხადა, რომ იგი კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მთავრობის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი ზეწოლის გამო.

მან გაიხსენა, რომ 11 ივლისს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა „გმო ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები“.

„მე არაერთხელ მივაპყარი ყურადღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კანონმდებლობაზე. ჩვენ შევამცირეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დონე და განვიხილავთ ყველა სხვა ვარიანტს, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავლის ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - განაცხადა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics