|
2025-07-14 16:53:11, 874 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმაზე - უკიდურესად მნიშვნელოვანია, დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება
სახალხო დამცველის აპარატი პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელსა და სახალხო დამცველის რწმუნებულის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბაჩიაშვილმა სახალხო დამცველის აპარატს თავდასხმის დეტალების შესახებ 12 ივლისს შეატყობინა და ითხოვა არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალური პენიტენციური სამსახურს, ასევე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას. სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე, მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ. „12 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს N18 პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავშირდა და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ შეხვდა და ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს, N8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, სადაც ის შესახლებული იყო, შევიდა უცნობი პიროვნება რომელმაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა. (მოგვიანებით დაწესებულების ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ ეს პიროვნება მსჯავრდებული იყო). გიორგი ბაჩიაშვილი დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ამჟამად კი N18 სამკურნალო დაწესებულებაში არის მოთავსებული. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის აპარატისგან ითხოვა არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი. სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალური პენიტენციური სამსახურს (რელევანტური ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით), პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე, მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ. სახალხო დამცველის აპარატს აქვს აქტიური კომუნიკაცია მსჯავრდებულის ადვოკატებთან და გააგრძელებს პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მონიტორინგს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)