08:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-11 14:05:38, 2688 ნახვა

საზოგადოება
„იკითხე მეტი“ - წიგნების თაროს და საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

 

საქართველოს ბანკმა, ახალი კამპანია — „იკითხე მეტი“ წამოიწყო. ინიციატივა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციაა.

ქალაქის ქუჩები სავსეა ციტატებით, რომლებსაც ახალგაზრდები ხშირად იმახსოვრებენ, ფოტოებს უღებენ,თუმცა მათი ავტორები და კონტექსტი ბევრისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ, პროექტი მიზნად ისახავს ციტატების მიღმა არსებული ლიტერატურის ხელახლა აღმოჩენას და მისი წაკითხვის წახალისებას.

კამპანიის პირველ ეტაპზე ქალაქის კედლებზე არსებულ ლიტერატურულ გრაფიტებზე სპეციალური სტიკერები გამოჩნდა. „იკითხე მეტის“ სტიკერები, QR კოდთან ერთად, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მარტივად გაიგონ, თუ ვინ არის კონკრეტული ციტატის ავტორი და რომელი ნაწარმოებიდან არის ის. QR კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი გადადის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე — ikitkhemeti.ge, სადაც თავმოყრილია  ცნობილი ფრაზები და წიგნი საიდანაც ის არის  აღებული.  

აღსანიშნავია, რომ “იკითხე მეტი” კამპანიის ფარგლებში სტუდენტები ბიბლუსში Student Card - ით გადახდისას ამ წიგნებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. თუ ჯერ არ გაქვს საქართველოს ბანკის Student Card, შეუკვეთე მარტივად აქ.

„იკითხე მეტი“ გრძელვადიანი ინიციატივაა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა არის დაგეგმილი.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics