|
2025-07-01 21:23:59, 1460 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს
საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს “ირანის ბირთვული პროგრამა და უკრაინის საკითხი” განიხილეს. “ირანთან დაკავშირებით, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაიხსენა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, მათ შორის საფრანგეთისა და რუსეთის, პასუხისმგებლობები ბირთვულ საკითხზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები “ბირთვული არ გავრცელების შეთანხმების” ფარგლებში, კერძოდ კი სრულად ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რომლის ინსპექტორებსაც თავისი სამუშაოს დაუყოვნებლივ გაგრძელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ… უკრაინასთან დაკავშირებით, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. კონფლიქტის მყარი და ხანგრძლივი დარეგულირებისთვის, ის ცეცხლის შეწყვეტის დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების, რაც შეიძლება სწრაფად დაწყების მოწოდებით გამოვიდა. ორი პრეზიდენტი გააგრძელებენ დისკუსიებს ამ საკითხზეც”, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)