|
2025-07-01 17:04:26, 1187 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის ელჩს რუსეთის საგარეო უწყებაში „ბაქოს არამეგობრული ქმედებების გამო“ საპროტესტო ნოტა გადასცეს
რუსეთში აზერბაიჯანის ელჩს, რაჰმან მუსტაფაევს, ბაქოს მხრიდან „არამეგობრული ქმედებების“ გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადაეცა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. უწყების ცნობით, ელჩს გადაეცა ვერბალური ნოტა, დაკავებული რუსი ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოთხოვნით. „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრისას, ელჩს პროტესტი გადაეცა ბაქოს ბოლოდროინდელი არამეგობრული ქმედებების, აზერბაიჯანული მხარის მიერ ორმხრივი ურთიერთობების დარღვევისკენ მიმართული ნაბიჯების გამო. აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადაეცა ვერბალური ნოტა, ბაქოში დაკავებული რუსი ჟურნალისტების, იგორ კარტავიხის და ევგენი ბელოუსოვის, დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქოში, „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ოფისში ოპერაცია განახორციელა. მოგვიანებით, სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქოში უსაფრთხოების ძალებმა „აბსურდული ბრალდებებით“ ორი რუსი ჟურნალისტი დააკავეს - „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)