|
2025-07-01 10:53:05, 793 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მიერ სირიაზე სანქციების გაუქმების მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში პირველი ივლისიდან შევა
აშშ-ის მიერ სირიაზე სანქციების გაუქმება ძალაში პირველი ივლისიდან შევა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2004 წელს დაწესებული სანქციები ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერის მიზნით მოხსნა. განკარგულებაში მითითებულია, რომ ტრამპი აუქმებს სანქციებს სირიის წინააღმდეგ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ. ასევე, შეზღუდვები იმოქმედებს „ადამიანის უფლებათა დამრღვევების, ნარკომოვაჭრეებისა და ქიმიური იარაღის, ISIS-ის ან მისი მხარდაჭერი პირების, ასევე მათი ირანელი შუამავლების წინააღმდეგ“. ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ასევე ითვალისწინებს გარკვეულ საქონელზე ექსპორტის კონტროლის შემსუბუქების საშუალებას და აუქმებს სირიისთვის საგარეო დახმარების შეზღუდვებს, ასევე სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას „ტერორისტის“ სტატუსის გადახედვას. „პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ სირიამ მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ არა აშშ-ის ინტერესების ხარჯზე“, – აღნიშნულია განკარგულებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)