|
2025-07-01 10:36:39, 837 ნახვა
მსოფლიო
დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
დანიამ დღეს პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა. Euronews-ი წერს, რომ ახალი თავმჯდომარე ქვეყნის დღის წესრიგის ორი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობაა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თავმჯდომარე ქვეყნის ამოცანა, როგორც წესი, რთული გამოწვევაა, მაგრამ ის უფრო რთული იქნება იმ უკიდურესი გაურკვევლობისა და არასტაბილურობის შედეგად, რომლის წინაშეც ევროკავშირი დღეს დგას. „უსაფრთხოება ნათლად არის განსაზღვრული, როგორც მთავარი პრიორიტეტი. გვაქვს ნატოს ახალი მიზანი, რომელიც მიღებულია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება. როგორც კი ნატო-ს მიზანი მიღწეული იქნება, სხვა საკითხების უმეტესობა ევროკავშირის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია და რადგან არასტაბილურია, საშიშია“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა გამოცემა Politiken-თან ინტერვიუში, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა. ცნობისთვის, დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მერვედ გახდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)