|
2025-06-28 12:00:40, 844 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს
სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღოლი, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი გუშინ საღამოს ორი თვით დააკავეს. ადვოკატების განცხადებით, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რომელიც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება. მთავარეპისკოპოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს. 27 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ეჩმიაძინში, მთავარ საკათედრო ტაძართან მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანის დაკავება სცადეს. თუმცა, სასულიერო პირებმა და მრევლმა უსაფრთხოების ძალებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მთავარეპისკოპოსის დაკავების უფლება არ მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)