|
2025-06-28 10:50:03, 843 ნახვა
მსოფლიო
აბას არაღჩი - დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ უპატივცემულო ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს
თუ დონალდ ტრამპს შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ უპატივცემულო ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „სიკვდილისგან გადაარჩინა“. „თუ პრეზიდენტ ტრამპს გულწრფელად სურს შეთანხმების მიღწევა, მაშინ მან ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართ უპატივცემულო და მიუღებელი ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ. მისი თქმით, „ირანელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ისრაელის რეჟიმს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ „მამიკოსთან“ გაქცეულიყო“. „თუ ილუზიები უარესი შეცდომების დაშვებას გამოიწვევს, მაშინ ირანი თავისი რეალური შესაძლებლობების გამოყენებას არ დააყოვნებს და ირანის სიძლიერის შესახებ ცრუ წარმოდგენებს დაამსხვრევს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)