|
2025-06-27 16:20:05, 847 ნახვა
მსოფლიო
თავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო
მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანი და მისი ადვოკატები წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიას ტოვებენ და საგამოძიებო კომიტეტში მიემართებიან, - ინფორმაციას „სპუტნიკ-არმენია“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავარეპისკოპოს მიქაელს თან რამდენიმე სასულიერო პირიც ახლავს. მთავარეპისკოპოსის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში დაგეგმილი იყო სასულიერო პირების შეხვედრა, რომლის კოორდინატორი მიქაელ აჯაფახიანი იყო. შეხვედრამდე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ შეხვედრისთვის ხელი არ შეეშალათ და რომ შეხვედრის შემდეგ თავად ეპისკოპოსი მივიდოდა საგამოძიებო კომიტეტში. ისინი ამ წინადადებას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსმა საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობით თავმოყრამ და ამ მეთოდით დაკავების მცდელობამ სასულიერო პირებსა და მოქალაქეებში აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით, უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა და ადვოკატებმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადება გადაწყვიტეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)