|
2025-06-27 15:13:03, 953 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური - მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების შესახებ - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას, - ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება. ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების შესახებ სასამართლოში წარდგენისთვის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გამოყენების მიზნით. დადგენილების აღსრულება დაევალა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს და გამოცხადდეს მას მოლოდინში მყოფი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წინაშე,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, სომხეთში, წმინდა ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძართან, სადაც სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მთავარეპისკოპისის დასაკავებლად მივიდნენ, სიტუაცია დაძაბულია და მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)