|
2025-06-22 12:22:36, 513 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - სად ჯანდაბაში მიათრევთ ქვეყანას?
ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად გეკითხებით, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებით, ამ საგარეო პოლიტიკით რა მშვიდობა და უსაფრთხოება მოგაქვთ საქართველოსთვის? ვის გზას გვაყოლებთ? მკვდრების? გაკოტრებული რეჟიმების?, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის საშუალებით. მისი თქმით, საქართველოში დასავლეთი მტრად არის გამოცხადებული. „თეირანის იმ დარბაზში, სადაც ირაკლი კობახიძე იჯდა სკანდირებდნენ „სიკვდილი ამერიკას!“ დღეს მის გვერდით მსხდომთაგან უმრავლესობა ან გარდაცვლილია, ან მიწისქვეშა ბუნკერებში იმალება. ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად გეკითხებით, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებით, ამ საგარეო პოლიტიკით რა მშვიდობა და უსაფრთხოება მოგაქვთ საქართველოსთვის? ვის გზას გვაყოლებთ? მკვდრების? გაკოტრებული რეჟიმების? თუ თქვენი არჩევანია იდგეთ იმ ღერძზე, რომელიც ერთდროულად ებრძვის დასავლეთს, უკრაინას, საკუთარ ხალხს და თავისუფლებას, მაშინ თქვით პირდაპირ. ლუკაშენკომაც კი იგრძნო, საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის ლიდერებს და თქვენ რას აკეთებთ? ლიდერები და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ისევ ციხეში არიან; კრიტიკა ითვლება დანაშაულად; დასავლეთი გამოცხადებულია მტრად. მართლა სად ჯანდაბაში მიათრევთ ამ ქვეყანას? ვინ მოგცათ უფლება, საქართველოს მომავალი დაბლოკოთ და თქვენს ბნელ გარიგებებს გადააყოლოთ ქვეყანა? რას იმალებით? გამოდით. თქვით ღიად სად ხართ. დასავლეთის პარტნიორი ხართ? თუ ისევ არარსებულ საფრთხეებს ებრძვით, რომ პასუხისმგებლობა აირიდოთ?“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)