|
2025-06-21 10:58:04, 1041 ნახვა
მსოფლიო
Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) უფროსმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება „ამერიკის ხმის“ 639 თანამშრომელს გაეგზავნა. „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება USAGM-ისა და „ამერიკის ხმის“ 639 თანამშრომელს გაეგზავნა, რაც გაბერილი, უპასუხისმგებლო ბიუროკრატიის დაშლის მიზნით დიდი ხნის ძალისხმევის ნაწილია“, - განაცხადა ლეიკმა. ლეიკის ცნობით, USAGM-ში, „ამერიკის ხმასა“ და „კუბის მაუწყებლობის ოფისში“, მუშაობას 250 თანამშრომელი გააგრძელებს. შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს. ფედერალურმა მოსამართლეებმა „ამერიკის ხმის“ დახურვის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები რამდენჯერმე დაბლოკეს, თუმცა უფროსი მრჩევლის, კერი ლეიკის განცხადებით, მარტის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)