21:47 - 08 Jul, 2026
|
2025-06-20 18:01:54, 1157 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქტივისტ ნინო დათაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს! ბრძოლა ბოლომდე, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასამხობად!” - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, შსს-მ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლის მიმართ 9 ივნისს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)