|
2025-06-20 13:14:42, 958 ნახვა
მსოფლიო
მედია - ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმამ, შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს
დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის ქვეყნებმა დონალდ ტრამპი გააფრთხილეს, რომ ირანზე აშშ-ის ნებისმიერმა თავდასხმამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დასავლეთს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. დიპლომატიურმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ვაშინგტონს ასევე ეცნობა, რომ სამხედრო ჩარევამ, შესაძლოა, მთელ ევროპაში ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა ეს არგუმენტები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ის წარსულში თავად იყო ირანის ხელისუფლების მიერ დაქირავებული მკვლელობის გეგმის სამიზნე. ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ ლემი, იოჰან ვადეფული და ჟან-ნოელ ბარო ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)