|
2025-06-19 19:15:37, 1142 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პარლამენტი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შეთანხმების დატოვებას მხარს უჭერს
ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დატოვონ ოტავას შეთანხმება, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს. წინადადებას მხარი დაუჭირა 157-მა პარლამენტარმა, 18 წინააღმდეგი იყო, 24 კი კენჭისყრას არ დასწრებია. 18 წინააღმდეგიდან 10 ხმა ეკუთვნის მემარცხენეთა ალიანსის წარმომადგენლებს, 7 მწვანეთა პარტიის წარმომადგენლებს და ერთიც შვედეთის სახალხო პარტიის წევრს (ეს პარტია მმართველ კოალიციაში შედის). შვედეთის მთავროვამ პარლამენტს შეთანხმების დატოვების წინადადებით გასულ თვეში მიმართა. პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ, საჭიროა კანონპროექტი პრეზიდენტმაც დაადასტუროს. ოტავას შეთანხმება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას, წარმოებასა და გადაცემას, ითხოვს მათ განადგურებას. 2012 წელს ფინეთი გახდა ევროკავშირის უკანასკნელი წევრი, რომელმაც 1997 წლის შეთანხმებას ხელი მოაწერა. რამდენიმე თვის წინ ამ მავალდებულებელი დოკუმენტის დატოვების შესახებ გამოაცხადეს სხვა ქვეყნებმაც: ესტონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და პოლონეთმა. ფინელი პარლამენტარების გადაწყვეტილების რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედრო ბლოგერების უკმაყოფილება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)