|
2025-06-19 09:52:18, 792 ნახვა
პოლიტიკა
მალგოჟატა გოშევსკა - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარია, საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება
საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება, ეს ქვეყანა მოსკოვის სატელიტი გახდა, სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა, დანაშაულია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა. “საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება. “ქართული ოცნების” დომინაციის ქვეშ მყოფი მთავრობა სასტიკად ახშობს პრო-დემოკრატიულ პროტესტებს და ღია ომს აწარმოებს თავისუფალ მედიასთან. მზია ამაღლობელი, პატივცემული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტის გამბედაობა გააჩნდა. თავის დრამატულ მოწოდებაში მან თქვა: “არ მივიღებ რეჟიმის დღის წესრიგს, ვიწყებ შიმშილობას. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე“. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ცხოვრება - თითქმის 4 წელია, რაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარია. “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც კულისებს მიღმა ბიძინა ივანიშვილი მართავს, საქართველოს ევროპული გზა შეაბრუნა. ეს ქვეყანა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფოდა, მოსკოვის სატელიტი გახდა. არ შეგვიძლია უბრალოდ გვერდზე დგომა და ყურება. საქართველოს დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვისა და ნორმალური ცხოვრებისთვის იბრძვის. დიქტატურის მხარდაჭერა, დიქტატურისთვის დანებება - დანაშაულია. სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა ასევე დანაშაულია”, - განაცხადა გოშევსკამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)