|
2025-06-17 16:08:08, 694 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი პუტინი დაუნდობლად აძლიერებს თავდასხმებს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ, გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და მის წინააღმდეგ 100 ახალ სანქციას აწესებს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უახლესი სანქციების სამიზნეები მოიცავს რუსეთის სამხედრო მანქანის, ენერგო რესურსების ექსპორტისა და საინფორმაციო ომის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, ასევე ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დახმარებას უწევენ პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსებას. „დღევანდელი ზომები სანქციებს უწესებს რუსული სასიკვდილო იარაღის სისტემებს, მათ შორის „ისკანდერის“ რაკეტების მიწოდების ჯაჭვებს. ეს, რუსეთის სამხედრო მანქანის მოშლით, დაიცავს უკრაინელების სიცოცხლეს და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. დღევანდელი სანქციები ასევე ეხება კიდევ 14 წევრს სოციალური დიზაინის სააგენტოდან (SDA), რომელიც ახორციელებს კრემლის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო ოპერაციებს, მიმართულს სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვისკენ უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, დღევანდელი ქმედება მიმართულია 46 ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდების მცდელობებს უწყობენ ხელს, ასევე სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟისა და რუსეთის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წინააღმდეგ, რომელიც აზღვევს რუსულ ბანკებს. „და ბოლოს, გაერთიანებული სამეფო ასევე სანქციებს დაუწესებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 18 გემს, რომლებიც რუსული ნავთობის გადაზიდვას ახორციელებენ, ფლოტის ხელშემწყობებთან ერთად. ახალი სანქციები რუსეთის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტ იზოლირებას მოახდენს და რუსეთის შემოსავლების ნაკადებს შეაფერხებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა, ასევე თანამშრომლობს პარტნიორებთან ნავთობის ფასის ზედა ზღვრის გამკაცრებაზე. „გადავხედავთ ნედლი ნავთობის ფასის 60 დოლარიან დონეს, იმ მიზნით, რომ ზედა ზღვრის შემცირება წარმოების ღირებულებასთან მიახლოებით მოხდეს და პუტინს ნავთობის შემოსავლებზე დარტყმით მტკივნეულ ადგილას დავარტყათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)