01:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 09:56:55, 682 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია გვარამიას დაკავებაზე - კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად

პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.

ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს იმედი აქვს, რომ პოლიტიკური პატიმრების გაზრდით, რეპრესიებითა და პროპაგანდით ძალაუფლებას შეინარჩუნებს.

„ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა ციხეში, დამატებით ხაზს უსვამს, თუ როგორი სამარცხვინო სამართლებრივი აბსურდი იყო მისთვის გირაოს შეფარდება - თითქოს მიმალვის რაიმე რისკი არსებობდა.

თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად.

ყველამ ვიცით, რატომ ზრდის პოლიტიკურ პატიმართა რიცხვს ივანიშვილის რეჟიმი - მას იმედი აქვს, რომ რეპრესიებით და პროპაგანდით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების ღალატისთვის იყენებს.

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!" - აცხადებს გიგა ბოკერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics