02:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 16:40:51, 840 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - მოსამართლეს ვუთხარი, ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-თქო, მიპასუხა, არაო

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მოსამართლე, ლელა მილდერბერგერმა, საკუთარი სასამართლო პროცესიდან გამოაძევა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მან მოსამართლის მისამართით რამდენიმე ფრაზა თქვა, რის გამოც ლელა მილდერბერგერმა პროცესიდან მისი გამოძევებისა და დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

„მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ჩემს ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ვუთხარი ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-თქო, მიპასუხა: - არაო. ამდენი დრო არ მაქვსო, ამ მილდერბერგერმა. კი, ხალხი გყავს „პაჩკა- პაჩკა“ დასაჭერი-მეთქი ვუთხარი და ამის გამო გამომაგდეს. კიდევ ერთი ფრაზაც მივამატე და დამაჯარიმეს კიდეც“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.

პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს.

აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics