08:59 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 10:36:42, 5180 ნახვა

კულტურა
„თიბისი გალერეაში“ ახალგაზრდა დიზაინერების არტ-პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

„თიბისი  გალერეამ“ ორი ახალგაზრდა დიზაინერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციას უმასპინძლა.

 სოფიო სოროზნიშვილისა  და ნუცა ხიზანიშვილის მიერ შექმნილი ბრენდის „Integral"-ის კოლექცია ათმა არტისტმა ორიგინალური პერფორმანსის სახით წარმოადგინა, რომელიც ხის კონსტრუქციასა და თაბაშირისგან შესრულებულ სკულპტურებს აერთიანებდა. ქანდაკებები განასახიერებდნენ პერსონაჟებს, რომელთა ვიზუალი დროსა და სივრცეში მუდმივად იცვლება. ახალგაზრდა დიზაინერების გამოფენის კონცეფციაც ესაა - ადამიანი, რომელიც დროსა და სივრცეში ცვალებადია და მას პერიოდულად სხვადასხვა „როლის" მორგება უწევს.

 გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებლებმა კოლექციის კონცეფციაზე  შექმნილი ფილმიც იხილეს, რომლის რეჟისორები კატალინა ბაქრაძე, ანა სარუხანოვა, ხოლო ოპერატორი-ლევან მაისურაძე არიან.

 პრეზენტაციაზე დამთავლიერებელს  ვიდეო-არტის სახით  წარმოდგენილი  გოგლიკო ფიფიას ფოტოსესიისა  და ახალგაზრდა ხელოვანის თინა მაყაშვილის მიერ შექმნილ  ვიდეო-არტის ნახვაც შეეძლო.

 „Integral"-ის გამოფენა ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელსაც თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. გალერეა რეგულარულად ეთმობა ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს სხვადასხვა სფეროდან, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო სივრცე,  სადაც ისინი საკუთარ შემოქმედებას ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.

გამოფენას თიბისი გალერეა ერთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics