|
2016-03-18 10:00:00, 549 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წელი აღინიშნა
თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, "Tbilisi Event Hall"-ში, ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების - "Jack Lukeman"-ის და "ნიუტონის" ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ირლანდიური ჯგუფი საქართველოს პირველად ეწვია და ქართველ მსმენელს ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები შესთავაზა, გააცნო ირლანდიური კულტურა. მათივე ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებას თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ესწრებოდა. კონცერტის დაწყებამდე თბილისის მერმა და მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორ ქვეყანას, ორ ქალაქს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. „ირლანდიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, წელიწადნახევრის წინ, მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი თბილისსა და დუბლინს შორის, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მიმართულებით ვთანამშრომლობთ, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. დღევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავს იმას, რომ სიმბოლურად პატივი ვცეთ ამ თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა, გასულ წელსაც გვქონდა შესაბამისი ღონისძიება და ინტერესი იყო, ნამდვილად, ძალიან დიდი. მეორეს მხრივ, ეს ემთხვევა ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავს და შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ამიტომაც საგარეო საქმეთა სამინისტროც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. ჩვენს შორის ურთიერთობები ფართოვდება და ღრმავდება, როცა ჩემი ვიზიტი დასრულდა ირლანდიაში, შემდეგ ჩვენ ტრანსპორტის სპეციალისტები მოვიწვიეთ იქიდან, რომლებიც დაგვეხმარნენ თბილისის სატრანსპორტო სისტემის სტრატეგიის მომზადების პროცესში და შესაბამისად, ამ სისტემის გამართვასთან დაკავშირებით, მოგვცეს საინტერესო რეკომენდაციები, ასე რომ, ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას. დღევანდელი ღონისძიებაც კულტურის სფეროში თანამშრომლობის ერთი ძალიან საინტერესო და წარმატებული მაგალითია,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ“ ორი ქვეყნის მეგობრობის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი კვლავ ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდა. „დღეს, ძალიან ბევრ ქალაქში, სიმბოლურად, მწვანედ ნათდება სხვადასხვა ადგილები. თბილისის ახალი ანძა, ახალი განათების პირობებში, ამის საშუალებას გვაძლევს და შესაბამისად, გავანათეთ მწვანედ, რათა პატივი ვცეთ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორის ეროვნულ დღესასწაულს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც, თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს ირლანდიელ ტურისტებს.საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა საგრძნობლად გააქტიურდა, რასაც ხელს უწყობს დუბლინში საქართველოს საელჩოს გახსნა. გახშირდა ორმხრივი ვიზიტები და მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს თბილისის მერის, დავით ნარმანიას დუბლინში ვიზიტისას, ხელი მოეწერა მემორანდუმს ორ ქალაქს შორის ურთიერთგაგების შესახებ. საიუბილეო ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)