|
2016-03-18 09:37:10, 611 ნახვა
საზოგადოება
"Global Greening"-ის ფარგლებში თბილისის ანძა მწვანედ განათდა
2016 წლის 17 მარტს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძამწვანედ განათდა. მათივე ინფორმაციით, ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც, თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ შეიყვანაიმ ქვეყნების სიაში, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს ირლანდიელ ტურისტებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "Tbilisi Event Hall"-შიცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების - "Jack Lukeman"-ის და "ნიუტონის" ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)