|
2025-06-07 14:26:07, 1090 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს ოფიციალური პირი - შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით
შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი , - ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა პირმა „ევროსკოპის“ რედაქტორ, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ აფასებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დახურვას. მათივე ცნობით, ცენტრი საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან: „შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან. ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად. ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს. გათავისუფლების შესახებ წერილები თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)