07:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-07 11:59:05, 736 ნახვა

პოლიტიკა
ანა წითლიძე - ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3 000 უბანში კანდიდატს

ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3 000 უბანში კანდიდატს,ამის ინფრასტრუქტურა არა აქვთ, ძირითადად სუს-ი უვსებს კვოტებს ისე, რომ ვერც ხვდებიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ყველა უბანში კანდიდატები დააკომპლექტოს და კომისიის წევრები ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლებია“.

„ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3000 უბანში კანდიდატს. ვერც ამდენ კომისიის წევრს და დამკვირვებელს მოძებნიან.

ამის ინფრასტრუქტურა არა აქვთ. მე მინახავს რეგიონებში ამ პარტიების კანდიდატებიც, კომისიის წევრებიც. ძირითადად სუს-ი უვსებს კვოტებს ისე, რომ ვერც ხვდებიან. არჩევნების დღეს აღმოაჩენენ ხოლმე. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ყველა უბანში კანდიდატები დააკომპლექტოს და კომისიის წევრები ჰყავდეს ვართ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“. ეს „ლელომაც“ და გახარიამაც მშვენივრად იციან.

ჩვენი კომისიის წევრები რომ უბანში იბრძოდნენ, განსაკუთრებულად გამონაკლისი შემთხვევების გარდა, წამლად ვერ ვიპოვიდით უბანზე აქტიურ გახარიას ან „ლელოს“ კომისიის წევრს ან დამკვირვებელს. ძირითადად მარტოს გვიწევდა „ქოცებთან“ ბრძოლა. ან რისი წამგლეჯები არიან, მთელი კამპანია ვყვიროდი, პირადობების მოწმობების ჩამორთმევაზე, კანონიერი ქურდების ჩარევაზე, ტერორზე და ერთი ბრიფინგიც კი არ ჩაუტარებიათ ადგილზე.

უფრო მეტიც ჩემი ბრიფინგების შემდეგ, ჟურნალისტები და საერთაშორისოები მაგათ ოფისებში რომ მიდიოდნენ, თქვენ რატომ არ საუბრობთ ამაზეო, ეუბნებოდნენ, ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთო. ამიტომ ეგ ბლეფი წაგლეჯვაზე „ქოცებს“ მოუყევით“, – წერს წითლიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics