|
2025-06-06 14:59:58, 845 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი რობინ დანიგანზე - როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე პენსიაზე არ გადიან
როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე პენსიაზე არ გადიან - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულ მცირე, იგი თვითონ არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ფაქტია, რომ იმ პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობა, რომელსაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც აისახა. „ამ წასვლას წინ უძღოდა გარკვეული დიპლომატიური ეთიკის დარღვევა, არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის მიმართ, არამედ ხელისუფლების მიმართაც, რომელიც მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მართვის სათავეში. არ შეიძლება, დაუშვებელია, რომ ელჩი არ აქვეყნებდეს იმ განცხადებას, წერილს, მიმართვას და სპეკულაციებისთვის ქმნიდეს წინაპირობას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულ მცირე, იგი თვითონ არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, იმ მიმართულებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. მისი გადადგომაც, რასაკვირველია, უკავშირდება ამ თემას, ვინაიდან დროზე ადრე პენსიაზე ელჩები, როგორც წესი, არ გადიან, თუმცა კორექტული იყო მისი განცხადება თავისი ქვეყნის მიმართ. თუმცა ფაქტია, ის წინააღმდეგობაც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ატარებს, რეალურად, აისახა ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც. ყოველ შემთხვევაში სხვა ანალიზი და საფუძველი ამ გადადგომას არ გააჩნია,“ - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)